მაცაცო კეშელავა, სოციალურ ქსელში, ჯგუფში, სასოწარკვეთილი მომხმარებელი, წერს:
“მოგესალმებით! ძალიან გაბრაზებული ვარ. როგორ ყველაფერი მორღვეული და მონჯღრეულია ამ ქვეყანაში, ნუთუ არ შეიძლება რაღაცის მოფიქრება და გაკონტროლება, რომ ასე უაზროდ, ასეთი რაოდენობით არ გაყიდონ ამ პაჭა-პუჭა მარკეტებმა ეს საფეთქებლები და ბომბაჩკები ნებისმიერი ასაკის ბავშვზე???
(არ გამომიხტეთ ეხლა ნუ მიცემ შენს შვილს ფულს და არ იყიდისო, არ ვაძლევ, მაგრამ სხვა იმდენს ყიდულობს, რომ ურიგებს დანარჩენებსაც)
დავრეკე პატრულში და არ არსებობსო არანაირი შემაკავაბელი კანონი, რომელიც აუკრძალავს მარკეტის მფლობელს, მაგ საზიზღრობების გაყიდვას…. თან ამ ფულის გამო, რომ ყველაფერს ყიდიან და კადრულობენ, მარკეტის მეპატრონეები 2 თვით ადრე შემოაქვთ ესენი გასაყიდად, რომ კარგად დასკდნენ… (აქაც ნუ გამომიხტებით ეხლა, იმათაც ოჯახი ყავთ, ხო უნდა არჩინონო და მსგავსი ტექსტებით, თორე არაადექვატური ვარ).”
კომენტარები