,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,დასრულდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მორიგი “მასტერ-კლასი” ქართველი ტელეჟურნალისტების ერთი ნაწილისთვის. ყოველთვის მიკვირს, რისი იმედი აქვთ, პარტიულ რედაქციებში მომზადებული “ცბიერი” შეკითხვებით რომ ცდილობენ მორიგ ჯერზე თავისი არაკომპეტენტურობის საჯაროდ გამოჩენას.
მათი მხრიდან პრემიერის დღევანდელი “ტორპედირებისას” მე ჩემი ფავორიტი შეკითხვა შევარჩიე: რას ფიქრობთო სალომე ზურაბიშვილის მიმართვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში გამჭვირვალობის კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე. სასამართლო, სადაც საჯაროდ “გაიროზგა” ზურაბიშვილის უფლებადამცველები, სასამართლო – რომელმაც ზურაბიშვილის ქმედებები ოფიციალურად სცნო არაკონსტიტუციურად, დღეს ზურაბიშვილის უკანასკნელი იმედის ინსტანციად იქცა.
ზურაბიშვილმა ამით აღიარა ამ სასამართლოს ლეგიტიმაცია და საკუთარი თავის მიმართ მის მიერ გამოტანილი თითოეული ვერდიქტიც ლეგიტიმურად სცნო. გარდა ამისა, ის უფრო შორს წავიდა და სწორედ ამ სასამართლოს წინაშე საკუთარი თავი სასაცილო და უხერხულ მდგომარეობაში კიდევ ერთხელ ჩააყენა. ის მცნება “გამჭვირვალობას” ებრძვის სამართლებრივი მეთოდებით. ხვალ ის მცნება “სიყვარულსაც” გაწვდება, როგორც კი შეიტყობს, რომ მსგავსი კატეგორია რუსეთისთვისაც არაა უცხო და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მის შედარებასაც მოითხოვს. მთავარია, ამ ყველაფერში ხელი არ შევუშალოთ! “ოდნავ შეშლილი” პრეზიდენტების სეზონი ღიადაა გამოცხადებული.”
კომენტარები