საშიში ინფექციური დაავადება, ერთ-ერთ ოჯახში მცხოვრებ ძაღლს გამოუვლინდა, რომელმაც ორი ადამიანი დაკბინა.
სოფელ შრომაში მერის წარმომადგენლის, ვასილ მიროტაძის ინფორმაციით, დღეს დილიდან სოფელში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ოჯახის ძაღლი იყო, ორი მეზობელი დაკბინა. როგორც ვიცი, ოჯახის პატრონმა თავად მოახდინა მისი ლიკვიდაცია, რადგან ძაღლი აგრესიული და საშიში გახდა. შესაბამისმა სამსახურებმა კვლევა ჩაატარეს და ცოფი დაადგინეს. მთელი უბნის დეზინფექცია ტარდება და ალბათ, ვაქცინაციაც დაიწყება“, – განაცხადა მიროტაძემ.
დაზარალებულ მოქალაქეებს შესაბამისი აცრები უკვე უტარდებათ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, რომ ინფორმაციას, ამ ფაქტის შესახებ, მოგვიანებით გაავრცელებენ.
პრაიმტაიმი
კომენტარები