რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედნის ტერიტორია სრულიად გადაკეტილია, რადგან ცოტა ხნის წინ ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღის აღსანიშნავად ქაშუეთის ტაძრიდან სიონის ეკლესიის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო. ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით მიმდინარეობს.
მანამდე.კი ქაშუეთის ტაძარში საქართველოს პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ პარაკლისი გადაიხადა. როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ყოველი ოჯახი არის “ხატება ღვთისა”.
„ რამდენიმე უმთავრესი ნიშან-თვისება ეს არის – გონება, სიტყვა, რელიგია და ქორწინება. ამ მხრივ ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენთვის ძვირფასია ოჯახი როგორც ღვთისგან ბოძებული სიწმინდე და როგორც ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება. როდესაც ადამიანი ხელყოფს ოჯახის სიწმინდეს შეურაცხყოფს მას, როდესაც ადამიანი აკნინებს სიტყვის ნიჭს, როდესაც ადამიანი უარყოფს რელიაგიას, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს რომ გონებასაც კარგავს”, – განაცხადა მეუფე შიომ.
ოჯახის სიწმინდის დღისთვის თურქეთიდან აწყურის ღვთისმშობლის ხატი ჩამოაბრძანეს, რომელსაც ქაშუეთის ტაძრიდან სიონის ეკლესიაში მსვლელობით მიაბრძანებენ.
კომენტარები