ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე და ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
გამომძიებელ ჟურნალისტებს აინტერესებთ, რა მასალა აქვს უწყებას და გამოიკითხა თუ არა ლევან მამალაძე.
ასევე, ტვ. პირველის თანამშრომლები მოითხოვენ მუქარის შემცველ იმ განცხადებებზე დაიწყოს გამოძიება, რაც ბერა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა გააჟღერა საჯაროდ.
ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ ბერა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მხრიდან მათ მუქარის წერილები მიიღეს:
“ამ ერთი კვირის განმავლობაში მივიღეთ მუქარები ჩვენი ოჯახის წევრების წამებასთან დაკავშირებით. ბერა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის ერთ ერთი ხელმძღვანელის მხრიდან. გონივრული ვადა მას შემდგ უკვე გავიდა და გვაინტერესებს დაიწყო თუ არა გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით.
ყველა იურისტი თანხმდება, რომ ის განცხადებები რომელიც გამოთქმული იყო ბატონი წიკლაურის მხრიდან საჯარო სივრცეში, წარმოადგენს საკმარის საფუძველს გამოძების დასაწყებად”
კომენტარები