ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წარმატებული ფეხბურთელი შოთა არველაძე თავს კარგად გრძნობს.
როგორც “2020NEWS”-ს მისმა ძმამ, რეზი არველაძემ განუცხადა, შოთა ამჟამად ყატარში ერთ-ერთი სასტუმროში კარანტინშია.
მისივე ინფორმაციით, იგი თავს კარგად გრძნობს და ოჯახის წევრებთან კონტაქტი არ ჰქონია.
“შოთი თავს კარგად გრძნობს. ზუსტად არვიცი როდის დაუდასტურდა, თუმცა ახლა სასტუმროში კარანტინშია. ოჯახის წევრებთან შეხება არ ჰქონია”, – განაცხადა არველაძემ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
კომენტარები