ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებული ვახტანგ რობაქიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მივიდა. უწყებაში შესვლამდე ბრალდებულმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას დეპუტატი ოხანაშვილი დაემუქრა:
„ალკოტესტის ჩაბარების დროს, ვერ მოხერხდა შესაბამისი შკალების შევსება და თითქოს ამისგან გაღიზიანებული პიროვნება ადგა, მუცლის არეში მუშტი დამარტყა და დავეცი ტახტზე. ამის შესახებ სასწრაფო დახმარებასაც ვუთხარი. ჩემი უფლებები იყო სრულიად დარღვეული, გამოძიების დროსაც, სასამართლოს დროსაც. ანუ ეს არის ერთი სტრუქტურა დარღვეულია ყველაფერი. მე მაქსიმალურად უნდა ვეცადო, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებამ გაიგოს. აქ არ არის საუბარი ჩემს პიროვნებასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება ხვალ განმეორდეს, ხშირია ასეთი ფაქტები ჩვენს ქვეყანაში. ანრი ოხანაშვილმა გასვლისას მომაძახა, რომ მე შენ გაჩვენებ მე ვინ ვარ და რას გაგიკეთებო, ეს დამიფიქსირა და მან მე 6 დღე ფაქტობრივად მაწამა საკანში. უჭმელი ვიჯექი 6 დღის განმავლობაში”
კომენტარები