უკრაინის გენერალური პროკურორი, ანდრეი კოსტინი უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს – მისი თქმით, რუსი ოკუპანტების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 4-დან 16 წლამდე ხუთი ბავშვის იდენტიფიცირება მოახდინეს. ასეთი დანაშაული გაცილებით მეტია – აცხადებს კოსტინი.
რაც შეეხება ბავშვების დეპორტაციის საკითხს, ოფიციალური მონაცემებით, 7000-ზე მეტი ბავშვი დეპორტირებულია რუსეთის, ან ბელარუსის ტერიტორიაზე. მათგან, იდენტიფიცირებულია 5 327 ბავშვი.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროსთვის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკანონოდ დეპორტირებული 55 ბავშვის დაბრუნება მოხერხდა.
კომენტარები