დღეს ქალაქ ავდივკას ცენტრალური ბაზარი დაბომბეს. დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ განაცხადა, რომ ავდიივკაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
„ასეთ დაბომბვას არ აქვს სამხედრო ლოგიკა – მხოლოდ შეუჩერებელი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ჩვენი ხალხის მოკვლისა და სხვების დაშინების“,
კირილენკოს თქმით, ოკუპანტებმა მიზანმიმართულად დაბომბეს ტერიტორია, სადაც დღისით უამრავი ხალხია.
კომენტარები