იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა სამხედრო გაწვევა დაიწყო, უკრაინის ომში წამსვლელთა რიცხვი მცირეა. არსებული ინფორმაციით, რეჟიმმა ჯერჯერობით ასეულიც ვერ შეკრიბა.
“მთავარ არხთან” საუბარში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები ამბობენ, რომ საოკუპაციო ხაზზე ფარული სათვალთვალო კამერების დამონტაჟება დაიწყეს სავარაუდოდ იმ მიზნით, რომ სამხედრო გაწვევისგან თავის ასარიდებლად, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე წვევამდელები არ გამოიქცნენ. მოსახლეობის ინფორმაციით, კამერებს იმ ადგილას ამონტაჟებენ, სადაც ფეხით გადასასვლელები იყო და მოსახლეობას პროდუქტი გადაჰქონდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო გაწვევა 3 ოქტომბერს დაიწყო.
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები