რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, გატაცებული ახალგაზრდა ლაშა ხეთერელია. დავით ქაცარავა, ინფორმაცია გუშინ საღამოს გაავრცელა. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა კი – დღეს.
დავით ქაცარავა:
“საოკუპაციო რეჟიმის ტყვეებს დაემატა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
ლაშა ხეთერელი.
24 დეკემბერს საოკუპაციო რეჟიმმა გაიტაცა და 27 დეკემბერს კი შეუფარდა წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა.
ამჟამად ოკუპანტებს დატყვევებული ჰყავთ ჯამში 10 ადამიანი.
1. ჩხიკვაძე
2. კანიაშვილი
3. ნათაძე
4. მეგრელიშვილი
5. გოგიჩაშვილი
6. უცნობი
7. უცნობი
8. უცნობი
9. ხეთერელი
10. ბებუა (სოხუმის ციხე)
ვგონებ, რაღაც უნდა შეცვალოთ ბატონებო თქვენს არგაღიზიანების პოლიტიკაში, არ ფიქრობთ ასე?
კომენტარები