რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქი სევეროდონეცკი დაბომბეს. რუსების იერიშებს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 პირი კი დაიჭრა. აგრეთვე, 50 სახლი განადგურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა.
“რუსი სამხედროები ქალაქ სევეროდონეცკის ცენტრისკენ მიიწევენ. მათ თავიანთი ძალები ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გაამყარეს და ცდილობენ, რომ სევერდონეცკი და ლისიჩანსკი ალყაში მოაქციონ. სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს და სიტუაცია ძალიან რთულია. რუსები სევეროდონეცკში დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას აგზავნიან”. – ამბობს გაიდაი.
მოგვიანებით გაიდაიმ ისევ გაავრცელა ცნობა იმაზე, რომ რუსეთის სამხედრო ძალები, სევეროდონეცში სიღრმისკენ მიიწევენ და ბრძოლები უკვე ქალაქის ქუჩებში მიმდინარეობს.
კომენტარები