უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ეხმაურება ხერსონის მარიონეტული რეჟიმის მოთხოვნას, რუსეთთან შეერთებაზე და ტვიტერზე წერს:
“ერთადერთი მიმართვა, რომელიც შეიძლება მოამზადოს ხერსონის ოლქის “გაულეიტერსმა”, სასამართლო განაჩენის შემდეგ შეწყალების თხოვნაა. ოკუპანტებმა შეიძლება მოითხოვონ შეერთება თუნდაც მარსთან, ან იუპიტერთან. უკრაინის არმია გაათავისუფლებს ხერსონს, როგორი სიტყვებითაც არ უნდა ითამაშონ” წერს პოდოლიაკი.
კომენტარები