ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა:
ქართულმა ოცნებამ რუს ოლიგარქს, ვინმე დავით ხიდაშელს, გადასცა რაჭის ტერიტორიების 40%, რაც საქართველოს საერთო ფართობის /69 700კვ.კმ/ 1.5%წარმოადგენს.
პარალელურად, რუსული საოკუპაციო რეჟიმი ამზადებს ზემო რაჭის ტერიტორიების ოკუპაციას.მონიშნული ტერიტორია შეადგენს 85კვ.კმ, რაც რაჭის ფართობის 3% ია.ამასობაში, ჩვენი პატრულირების დროს ზემო რაჭაში აღმოვაჩინეთ, რომ რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა გააგრძელა თავისი მზადება რაჭის შემდგომი ოკუპაციისთვის და კვაისა-ირის გზაზე (ოკუპირებული ნაწილი) დაიწყო ახალი, ე.წ. სასაზღვრო პუნქტის მომზადება.აღნიშნული ქმედება პირდაპირ ჯდება რუსების მიერ მომზადებულ ოკუპაციის ახალ გეგმაში.ბატონ ყაველაშვილს ვკითხოთ, აქტუალურია თუ არა კიდევ მისი დაგინება რუსული საქმის კეთების ამბავში.რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ბატონი თავდაცვის მინისტრიც, რომელმაც პირდაპირი მინიშნება მოგვცა ჩვენს მოსისხლე მტერთან დამოყვრებასთან დაკავშირებით.ბატონო მინისტრო, რის ხარჯზე გეგმავთ რუსულ საოკუპაციო რეჟიმთან მეგობრობას?
ვფიქრობ, სრულიად საქართველოს მოსახლეობისთვის ცხადი უნდა იყოს ამ რეჟიმის რუსული ინტერესების მსახურება.
კომენტარები