ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ხმის მიცემის უფლება 128 ათას ადამიანს აქვს. დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტისთვის სამი კანდიდატი იბრძვის –
ე.წ. ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ასლან ბჟანია და ყოფილი „შინაგან საქმეთა მინისტრი“ ლეონიდ ძიაფშპა.
რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პრეზიდენტის პოსტი 13 იანვარს დატოვა.
კომენტარები