ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ სამხედრო სამსახურში გაწვევის განკარგულებას მოაწერა ხელი.
გავრცლებული ინფორმაციით, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის იმ მოქალაქეებს გაიწვევენ, რომლებიც სარეზერვო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტს, სოხუმის ადმინისტრაციასა და დე ფაქტო რაიონის გამგეობებს დაევალათ უზრუნველყონ მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.
კომენტარები