მესამე დღეა, ოკუპირებული აფხაზეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ტყეები იწვის. ალმოდებული ტყეების ამსახველი კადრები სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა პლატფორმაზე ვრცელდება წარწერით “ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი”.
ამ დროისთვის ხანძარია გალში, დასახლებულ პუნქტებთან სიახლოვეს, ხოლო დასახლებულ პუნქტებზე საერთო ჯამში, 100-დე სახლი დაიწვა, ჯამში, ფართობი, სადაც ხანძარი გავრცელდა, 1000 ჰა-ზე მეტია.
სტიქიას ებრძვიან ახალი ათონში, გაგრაში, გუდაუთაში და ტყვარჩელში. სოჭისკენ მიმავალ გზაზე, ასევე რამდენიმე ხანძრის კერაა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციათა სამსახური კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ გალის, გუდაუთისა და ტყვარჩელის რაიონების სოფლებში მხოლოდ რამდენიმე სახლი დაიწვა – ადგილობრივი ხელისუფლება რეალურ მონაცემებს მალავს.
ამავე დროს, ადგილობრივი რადიო აცხადებს მანძილს, რაც დარჩენილია ხაძნრის კერებსა და მასთან ყველაზე ახლოს არსებულ დასახლებულ პუნქტს შორის. ეს მანძილი 1,5 კმ-ია, მოსახლეობა კი ამ დრომდე არაა ევაკუირებული.
კომენტარები