რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა გამოვლინდა და დაავადებულთა საერთო რიცხვმა 22-ს მიაღწია.
ინფორმაციას ცხინვალის მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევა ავრცელებს.
ცხინვალის რეგიონში COVID-19-ის “იმპორტი” რუსეთიდან განხორციელდა. გაგლოევას თქმით, 22 დაინფიცირებული ადამიანიდან 14 – რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტია, 7 – ჩრდილოეთ ოსეთიდან დაბრუნებული ადამიანი, ხოლო ერთი სამხედრო მოსამსახურეა.
საოკუპაციო რეჟიმმა საკარანრინო რეჟიმი და ე.წ. “არასამუშაო პერიოდი” მაისის ბოლომდე გააგრძელა. 12 მაისიდან იკეტება როკის გვირაბი.
კომენტარები