ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის სანიტარული სამსახურის უფროსმა მარინა კოჩიევამ განაცხადა.
მისივე თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ზე ტესტრება 71 ადამიანს ჩაუტარდა. ერთის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ამ დროისათვის რეგიონის საავადმყოფოებში 29 კოვიდინფიცირებული რჩება. 2 მათგანი მედიცინის მუშაკია. ორკვირიან კარანტინში იმყოფება 150 ადამიანი.
კომენტარები