რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მისი სახელობის ქუჩის შემდეგ, ძეგლიც გაუხსნეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში
ტელეგრამ-არხ Baeston-ის ინფორმაციით, პუტინის ბრინჯაოს ძეგლის გახსნის ინიციატორია რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯამბოლათ თედეევი. სკულპტურა მის მშობლიურ სოფელ წორბისში დადგეს
რადიო თავისუფლების პროექტი „ეხო კავკაზა“ 2020 წელს წერდა თედეევის წინადადებაზე, წორბისში ძეგლი დაედგათ იოსებ სტალინისთვის. სოფელში ეს ძეგლი უკვე დგას. პუტინის სკულპტურა სტალინის ძეგლის გვერდით გახსნეს
კომენტარები