ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთის გენერალურ პროკურატურას ასლან ბჟანიას შესაძლო მოწამვლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ დე ფაქტო მთავრობაში განაცხადეს.
„აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა რუსეთის გენერალური პროკურატურისგან მოითხოვს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აფხაზეთის პარლამენტის წევრისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, ასლან ბჟანიას შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით“, – ნათქვამია დე ფაქტო მთავრობის განცხადებაში.
კომენტარები