დღეს კიევში, აშშ–ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა კომენტარები გააკეთეს:
აშშ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი:
“ომის შემდეგ უკრაინაში მესამედ ჩამოვედი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე 6 თვე გავიდა მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შემოიჭრა. თქვენი არმია კონტრშეტევებზე გადავიდა რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
უკრაინა რუსეთის მიწა არაა, ეს უკრაინელი ხალხის სამშობლოა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინული არმიისთვის ახალი დახმარება გამოყო. უკრაინა და ევროპის ქვეყნები დამატებით დახმარებს მიღებენ, რათა დავიცვათ რუსეთის შესაძლო აგრესიისგან. მოსკოვი უკრაინაში დაწყებული ომის გამო მძიმე საფასურს იხდის და გავაკეთებთ ყველაფერს რომ ეს საფასური კიდევ უფრო გაიზარდოს. რუსეთმა სამხედრო დახმარებისთვის ირანს და ჩრდილოეთ კორეას უკვე მიმართა. უკრაინა დაიცავს თავის სუვერენიტეტს”
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი:
“ამერიკელი სტუმრების ვიზიტი მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალია. ისინი მხარს გვიჭერენ თავისუფლებისთვის ომში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. დიდი მადლობა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას, კონგრესს, სახელწიფო დეპარტამენტს და ამერიკელ ხალხს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების თანადგომა გარანტიაა იმისა, რომ უკრაინა შეძლებს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას”
კომენტარები