ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში “საპარლამენტო არჩევნებია” – 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 28,96% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ “არჩევნებში” მონაწილეობა 864-მა ადამიანმა მიიღო.
არაღიარებულ “არჩევნებს” 35 დამკვირვებელი აკვირდება და მას რუსული და ადგილობრივი მედია აშუქებს.
სულ 73 “საარჩევნო უბანი” გაიხსნა, აქედან ორი მოსკოვსა და ჩრდილოეთ ოსეთში.
“არჩევნებში” სულ 111 “მაჟორიტარობის კანდიდატი” და შვიდი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს: „ერთიანი ოსეთი“, „ნიხასი“, კომუნისტური პარტია, სახალხო პარტია, „ხალხის ერთობა“, „ირი ფარნი“, „ერთობა“.
ე.წ. პარლამენტში მანდატების მოსაპოვებლად საჭიროა 50%-ს პლიუს 1 ხმა. ბიულეტენები იძლევა ხმის მიცემის შესაძლებლობას „ყველა“ კანდიდატის წინააღმდეგაც.
ოკუპირებული რეგიონის “პარლამენტში” 17 პარტიული და 17 მაჟორიტარული წესით არჩეული კანდიდატი შევა.
კომენტარები