ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ-მა უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ზაზა გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.
დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“ზაზა გახელაძეს ოკუპანტებმა 12 წელი და 5 თვე მიუსაჯეს.
“მაგრად” იმუშავა ხელისუფლებამ. ეხლა როგორ დაამშვიდებთ და დააწყნარებთ ოჯახს?
კიდევ ეტყვით, ჩუმად იყავით, რუსები არ გავაღიზიანოთო?”
კომენტარები