პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, ტვ პირველთან, ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ბრიფინგს, რომლის დროსაც, პრეზიდენტმა გააკეთა მინიშნება, რომ შესაძლებელია, შეთანხმებული თამაშის გამო ჩამოვიდა სწორედ სააკაშვილი და ამბობს:
შეთანხმებული თამაში ძნელად წარმოსადგენია, თუმცა გათვლა პოლიტიკაში ხდება, მე განვიხილავდი ვერსიას, რომ მისი ჩამოყვანა იყო ოლიგარქების სპეცოპერაცია. მის ფსიქოლოგიაზე ნამუშევარია, მისთვის ილუზიის შექმნა, რაც საკმაოდ მარტივია, ბევრი ადამიანი აამუშავეს, აქედან ბიძინამ, იქიდან პოროშენკომ, შეუქმნეს განცდა, რომ უნდა ჩამოსულიყო. იმათ უნდოდათ მოშორება, ზელენსკის მოწინააღმდეგეებსაც ხომ გეგმები ქონდათ, სააკაშვილი ამაგრებდა ზელენსკის, მათი გათვლა იყო, რომ სააკაშვილის ჩამოშორება დაასუსტებდა ზელენსკის, სპეცები არიან. მიშა კი, ვითომ მაგარია, მაგრამ ძალიან ადვილად გათვლადია. ასეთი ემოციური, სულწრაფი ადამიანი როგორ მოიქცევა ადვილად გათვლადია. მიშა უფრო ადვილად გასათვლელია ვიდრე ივანიშვილი, თუმცა, ვხედავთ ივანიშვილსაც, პრაქტიკულად შეიტენა ყველაფერი, კობახიძის ბიძა რომ მაღაზის გახსნის სადმე, ისანში, ისიც კი ბიძინას დაბრალდება, ესენი, ღარიბაშვილი, ყველანი, ჩადგებიან რიგში და კითხვას რომ დაუსვამენ, ეს ვინ გააკეთა – ბიძინამ, ის ვინ გააკეთა, – ბიძინამ, რაც მოხდება ამ ქვეყანაში ცუდი, ყველაფერი აღმოჩნდება ბიძინას გაკეთებული, აი, ნახავთ, თუ არა.
კომენტარები