ჭადრაკის რუსი დიდოსტატი, განახლების დემოკრატიული ინიცატივისა და ადამიანის უფლებათა ფონდის თავმჯდომარე, გარი კასპაროვი და პროფესორი მაიკლ მაკფოლი, აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთში და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი The Washington Post-ზე გამოქვეყნებულ წერილში წერენ:
“სანქციები ჯერაც არა დაწესებული ათასობით რუსი ოფიციალური პირისთვის, პარტიის ლიდერებისთვის, რეგიონალური მთავრობების მეთაურებისთვის, რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ბიზნესების საბჭოს წევრებისთვის, პროპაგანდისტებისთვისა და ომის მხარდამჭერი ცნობადი სახეებისთვის. დროა ისინი სიაში დავამატოთ. პირებმა მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც პუტინს ეხმარებიან, როგორიცაა ყოფილი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს დე ფაქტო მმართველი, ასევე უნდა იცოდნენ, რომ სანქციების წინაშე აღმოჩნდებიან, თუ პუტინის ბარბაროსული თავდასხმის მხარდაჭერას არ შეწყვეტენ. ნებისმიერმა პირმა, რომელიც, თუნდაც არაპირდაპირად ან პასიურად, მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში, საზღაური უნდა გადაიხადოს.
უცხოური ბიზნესები, რომლებიც პუტინის საომარ მანქანას ეხმარებიან, სანქციების წინაშე უნდა აღმოჩნდნენ.
საერთაშორისო საზოგადოებამ ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი, საქართველო და ყაზახეთი, რომლებიც ახლა არსებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან, უნდა აიძულონ მიმდინარე კონტრაბანდის ოპერაციების შეწყვეტა”.
კომენტარები