სახალხო დამცველის არჩევის წესის შესახებ რეგლამენტში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცებს. კენჭისყრაში ოპოზიციის ნაწილი ისევ არ მიიღებს მონაწილეობას.
მათი განმარტებით, კვლავ ბუნდოვანია, რა კრიტერიუმებით შეირჩევა 9-კაციანი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც სახალხო დამცველობის კანდიდატები უნდა შეაფასოს.მათი ვარაუდით ამ შემადგენლობაში ვერ მოხვდებიან გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები.
ოპოზიციის შეფასებით, როგორ დაკომპლექტდება კომისია, ეს იქნება განმსაზღვრელი რამდენად გამჭვირვალედ წარიმართება შერჩევის პროცესი და ეყოლება თუ არა ქვეყანას პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, პროფესიონალი და მიუკერძოებელი სახალხო დამცველი.
“ქართულ ოცნებაში” კი ამტკიცებენ, რომ განსხვავებულ დამოკიდებულებას პოლიტიკური ნეიტრალობის დეფიციტი განაპირებებს.
კომენტარები