ომბუდსმენის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს.
მესამე სექტორის განცხადებით, ისინი ყველასთვის მისაღებ კანდიდატურებზე შეჯერდებიან და სახალხო დამცველის ვაკანტურ თანამდებობაზე პოლიტიკურ პარტიებს რამდენიმე პირს წარადგენენ.
მათი შეფასებით, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კანდიდატის შერჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან ახალი ომბუდსმენის დანიშვნა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების მთავარი წინაპირობაა.
მესამე სექტორს ხელისუფლების მხრიდან დიდი მოლოდინი არ აქვს, თუმცა მათი მტკიცებით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს კარგი, კვალიფიციური სახალხო დამცველი ჰყავდეს.
კომენტარები