დატვირთვის და ლაპარაკის დროს (საყურადღებო იყო მხოლოდ ზოგადი სისუსტე და შენელებული, მაგრამ სრულიად ადეკვატური მეტყველება). არ აღნიშნავდა მხედველობის, სმენის და ყნოსვის დაქვეითებას. სითხეს (წყალი) იღებდა ადეკვატურად, პერორულად. წყლის ყლაპვის დროს არ აღნიშნავდა მძიმე ეზოფაგიტისთვის სახასიათო ტკივილის შეგრძნებას საყლაპავის გასწვრივ, მიუხედავად იმისა, რომ ეზოფაგოგასტროდუოდენოფიბროსკოპიით დადგენილი ჰქონდა რეფლუქს–ეზოფაგიტის დიაგნოზი LA-C ვარიანტი (დიდი ზომის შერწყმისკენ მიდრეკილი ღრმა ეროზიები საყლაპავის დისტალურ ნაწილში).
2025 წლის 7 თებერვლისთვის პაციენტის ენერგეტიკული ბალანსი ნარჩუნდებოდა გლუკოზის ხსნარის ინფუზიით, ელექტროლიტური ბალანსი შენარჩუნებული იყო ელექტროლიტების სისტემატური ინფუზიით. ანემიას მკურნალობდნენ რკინის და B ჯგუფის ვიტამინების ინფუზიით ( B1; B2; B6 და B12). არ იყო გამოხატული რკინის და B12 ვიტამინის მძიმე დეფიციტი, მძიმე ანემია. B1 ვიტამინი ეძლეოდა ვერნიკეს შესაძლო ენცეფალოპათიის პროფილაქტიკისთვის (2025 წლის 7 თებერვლისთვის პაციენტს ამ სინდრომის სიმპტომები არ აღენიშნებოდა).
კიდურების მოძრაობა თავისუფალი, პალატაში გადაადგილდებოდა თავისით, დახმარების გარეშე, თუმცა, მოძრაობდა ნელა. არ უჩიოდა მუცლის ტკივილს, არ ჰქონდა გამოხატული გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომატიკა (ამისთვის დანიშნული ჰქონდა PPI და ანტაციდი).
2025 წლის 7 თებერვლისთვის პაციენტის მდგომარეობა ფასდებოდა როგორც დამაკმაყოფილებელი, თუმცა საყურადღებო. ასეთ დროს დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი, კერძოდ, შესაძლებელია შიმშილობის მეორე – კეტოზის და მესამე – ცილების შეუქცევადი კატაბოლიზმის ფაზის სწრაფი დადგომა. ამ დროს ძალიან მალე შეიძლება განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე. ეს ყველაფერი დეტალურად ავუხსენით პაციენტს, ვურჩიეთ შეეწყვიტა შიმშილობა და დაეწყო კვება სპეციალური გაიდლაინის მიხედვით, ან თუ არ შეწყვეტდა შიმშილობას (რაც იყო კიდეც მისი გადაწყვეტილება), დაკვირვება და მკურნალობა გაგრძელებულიყო კლინიკის პირობებში.
გიორგი ჯავრიშვილის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები:
პაციენტს კლინიკა “ვივამედში” ჩაუტარდა ოფთალმოლოგიური დიაგნოსტიკა. დადგინდა დიაგნოზი: ორივე თვალის III ხარისხის კერატოკონუსი.
რამდენიმე წლის წინ მარცხენა თვალი ნაოპერაციევია კერატოკონუსის გამო – გაკეთდა რკალების იმპლანტაცია.
ამჟამად, პაციენტი აღნიშნავს მხედველობის დისკომფორტს და თვალების სიმშრალეს, რაც შეესაბამება შიმშილობის ფონზე ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას.
მიმდინარეობს მშრალი თვალის სინდრომის კონსერვატიული მკურნალობა.
სავსებით ვეთანხმები ჩემს კოლეგებს დიაგნოზსა და მედიკამენტოზური მკურნალობის ტაქტიკაში,” – ნათქვამია დასკვნაში.
აღნიშნული დასკვნის ავტორები არიან სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები: გიორგი გვილია, ელენე გიორგაძე, გიორგი ჯავრიშვილი.
კომენტარები