რეჟისორი გუჯა ბიძია:
2018 წელს, როცა ეს სიტყვები პირველად ვთქვი ყველამ თავისებურად მიიღო ნათქვამი.
ზოგს ეგონა, რო ბრალეულებში მხოლოდ პოლიტიკოსებს ვგულისხმობდი.
ზოგს ეგონა, მხოლოდ წინა ხელისუფლების დანაშაულზე იყო საუბარი,
ზოგმა კი ისე გაიგო, რომ მხოლოდ ახლანდელებს ვდებ ბრალს, იმათ, ვინც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, და მერე ფარისევლურად დგანან საძმო სასაფლაოსთან..
ხო, ყველამ თავისებურად მიიღო, და მინდა ვთქვა, რომ ყველა მართალია,
მაგრამ ეს სიტყვები უფრო იმათ მისამართითაა ნათქვამი, ვისაც შეეძლო ეომა, და არ უომია, და ომზე საუბრობს.
და ამ სიტყვებში მაშინ ჩემი თავიც ვიგულისხმე, და მე პირადად ბევრჯერ მინანია, რომ ვერ ვიომე.
ვერც აფხაზეთში, და ვერც სამაჩაბლოში.
და სულაც არა აქვს მიზეზს მნიშვნელობა.
ბოდიშიც ბევრჯერ მომიხდია ნაომარ ბიჭებთან, და დაღუპულების წინაშე მით უფრო.
და სხვა ბევრ რამესთან ერთად ამ სინანულის გამოცაა, თუ მის მერე რაიმე მიკეთებია საქვეყნო, ანდა ახლა ვაკეთებ.
ხო, რა,
ომზე ყველაზე მეტს საუბრობენ ისინი, ვისაც არ უომია.
და ჰგონიათ, რომ ომი, აფხაზეთისთვის და სამაჩაბლოსთვის, დამთავრდა, და ეს ომები ქვეყანამ წააგო.
არა,
არც ის ომები არ დამთავრებულა, და არც იმათ არ წაუგიათ, ვინც იომა,
ომებს ჯარისკაცები არ აგებენ,
ომებს აგებენ პოლიტიკოსები, გენერლები და ისინი, ვისაც შეეძლო ეომა, და არ იომა.
მაგრამ ომი არ დამთავრებულა!
ამ სიტყვის გინდა პირდაპირი, გინდა გადატანითი მნიშვნელობით,
და ვიცი, ყველაზე დიდი ომი კიდევ წინა გვაქვს!
.
კომენტარები