ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში წერს:
„უკრაინის ომი საშიში არ არის , ომი ის ადგილია სადაც ღირსების და თავმოყვარეობის პიკია , აქ იშვიათია ვინმემ გიღალატოს , აქ არავინ მიგატოვებს განსაცდელში, წინა ხაზზე ბრძოლის დროს თითქოს ადამიანების სულები ერთიანდებიან და ფიზიკური თუ სულიერი ტკივილი ყველას ერთნაირად სტკივა . ფრონტის ხაზზე ვგრძნობდი რომ ყველაზე ბედნიერი ვიყავი რადგან იქ მყოფი ყველა ადამიანი ვიცოდი რომ ჩემი და მე მათი ყველაზე სანდო და უახლოესი ადამიანები ვიყავით ერთმანეთისთვის. იქ ისეთი ძლიერი ხარ ვიდრე რეალურ ცხოვრებაში რომ ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ბიჭები ვინც დღეს წინა ხაზზე არიან მე მათი მშურს თეთრი შურით. გამარჯვება ბიჭებს და სახლში მშვიდობით დაბრუნება.მე კიდე დათო რატიანის და ბეროსი მშურს , ისინი ჩემზე ბედნიერები არიან და კიდევ იმ 51 გმირის . ომი არაა ისეთი საშიში . საშიში რაც საქართველოშია ის არის, უარესია ომზე და საშიშიც ომზე ,რადგან ღალატია, შური, ბოღმა , აუტანლობა, გაუტანლობა, ფარისევლობა, სიხარბე , განდიდება, მხოლოდ კუჭზე ფიქრი და მატერიებზე ფიქრი, არადა არც კი იციან ბევრმა ეს ყველაფერი ერთ დღეს არაფრად იქცევა. მე ყველაფერ პირადულზე უარი ვთქვი წლების წინ, ვთქვი უარი აბსოლუტურად ყველაფერზე, ყველაფერში ყველაფერი იგულისხმება , და ჩავთვალე ჩემი ცხოვრების ეს ნაწილი ჩემ ქვეყანას და ჩემს ერს მოვახმარო და ის რაც მე შემიძლია მივცე საქართველოს , ჩემს სამშობლოს. რათქმა უნდა ეს როგორც ზღვაში წვეთია მაგრამ წვეთები ქმნის დიდ მდინარეებს რომელსაც შეუძლია წაიღოს ყველაფერი და ამ შემთხვევაში წაიღებს ჭირს რაც ჩვენ ქვეყანას ჭირს. მტკივა საყვარელი ადამიანების დაკარგვა მათ მე გული ვატკინე და მე ვერ გამიგეს .მაგრამ მეორე წუთში გულს მითბობს ის რისთვისაც ეს ყველაფერი დავკარგე . მინდოდა ბოლომდე მებრძოლა მაგრამ როგორც ვატყობ ჩემი ომი დავასრულე . “მე დავამთავრე სიყვარულის დამარცვალება მე დავამთავრე ჩემი გულის გარდაცვალება ” . სადღაც ყველაფერი მთავრდება. მაგრამ ომი არაა ისეთი საშიში როგორც ტყუილი მშვიდობა!!!“
კომენტარები