სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
,,მე-3 მსოფლიო ომის აჩრდილი მაინც დაძრწის დედამიწაზე. ჩვენ კი, ოცნების წყალობით, მშვიდობის ნაცვლად შეიძლება მოვლენების ეპიცენტრში აღმოვჩნდეთ. თუმცა ეს თემა სხვა სტატუსში.
ბრიტანეთი, აზიაში ყველაზე კომპენტენტური ევროპელი მოთამაშე, თვლის რომ უახლოეს ხუთი წლის განმავლობაში, ქვეყანა შეიძლება ჩათრეული იქნას ომში რამდენიმე საბრძოლო მოქმედების თეატრზე, ირანის, რუსეთის, ჩინეთის და ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მუდმივი კავშირი აქვს თავის ირანელ კოლეგასთან, ბრიტანეთი ადასტურებს, რომ ირანი მსოფლიო პრობლემაა და საჭიროა ირანის შეკავების ეფექტური და კომპლექსური ღონისძიებების პაკეტის შემუშავება. მოკავშირეებთან ერთად რა თქმა უნდა.
საინტერესოა, რომ მომავალი გლობალური დაპირისპირების ფონზე, ბრიტანეთის პოლიცია ამზადებს სპეციალურ ქვედანაყოფს ჩინეთის, რუსეთი და ირანის წინააღმდეგ სამოქმედოთ. მათ პასუხიმგებლობის ქვეშ იქნება ამ ქვეყნების აშშ-ის, ბრიტანეთის და ევროპის სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევის აღკვეთა. საინტერესოა, რომ ჩვენი ანალიტიკური ჯგუფი თვლის, რუსეთის სპეცსამსახურები ფართოდ იყენებს საქართველოს თავის ოპერაციებისათვის. ადრე თუ გვიან, საქართველოს მოუწევს, თავის მოკავშირეების ( დე ფაქტო, ყოფილი მოკავშირეების) მოთხოვნებზე ან დათანხმება ( შეთანხმებების შესრულება) ან მათ წინააღმდეგ მოქმედება. ნეიტრალური პოზიცია გამორიცხულია, რაკი რუსები უკვე აქ არიან და მათ წინააღმდეგ არ მოქმედება სულაც არ ნიშნავს ნეიტრალურ პოზიციას.
ისტორიულად, არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც საქართველოს აზიასთან ერთად ევროპის წინააღმდეგ ემოქმედა. ყველაზე კრიტიკულ მომენტში არჩევანი ყოველთვის ევროპისკენ იხრებოდა. ძნელი წარმოსადგენია, ბიძინა ივანიშვილის გაქანების კაცმა და მისმა არაკომპეტენტურმა გუნდმა, მოახერხოს ამ მძლავრი ისტორიული ტენდენციის ამობრუნება. თანაც ქრისტიანული საქართველოს წარმოდგენა ირანის, ჰესბოლას, ჰამასის და ჰუსტების კოალიციაში შეუძლებელია. ასევე მჯერა, რომ ქართული ეკლესია თავის ბუნებრივ და ისტორიულად სწორ პოზიციაზე დადგება და თუ ერთბაშად ვერა, ეტაპობრივად დისტანცირდება რუსულ რპც-საგან.
ომი და მშვიდობა, იდეოლოგიური და პროპაგანდისტული ვირტუალური განზომილებიდან რეალურ განზომილებაში ინაცვლებს, შესაბამისად დროა ამ პრობლემას რეალისტურად შევხედოთ. ომის გლობალურ პარტიას რუსულ-სპარსული ეთნიკური შემადგენლობა და მუსულმანური რელიგიური საყრდენი აქვს, თვალები უნდა გავახილოთ და პრობლემის გადაჭრით რეალურად უნდა დავკავდეთ. ოცნება ქვეყანას ყველაზე ცუდი სცენარისკენ მიათრევს.”
კომენტარები