გიორგი ჯავახაძე, ალია
„ალიას“ დაუკავშირდა ყოფილი მაღალჩინოსანი „ქართული ოცნების“ გუნდიდან,
რომელსაც ვინაობის დასახელება საჯაროდ არ სურს:
„სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგს საგანგებო ბრიფიგზე მართავს უკვე არაერთი დღეა, მაგრამ უსმენ და არც ერთი მისი ბრიფინგი საგანგებო არაა, ერთხელაც იქნება, მართლაც საგანგებო ბრიფინგი ექნება და აღარავინ მოუსმენს.
პრეზიდენტი რომ ქართულად არც ისე გამართულად მეტყველებს, ეგ ყველამ ვიცით, თუმცა, ბოლო ორი დღეა განსაკუთრებით „აჭრილია“, შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ბოლო წამებში დაწერილ ტექსტს კითხულობს და გამოსვლამდე ერთხელაც არ გადაუკითხავს. ჩემი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის და გვარამიას შეწყალება ჯერ კიდევ ბრიუსელში სტუმრობისას
მოსთხოვა დასავლეთმა, სწორედ ამიტომ დაიწყო ახალი მესიჯბოქსი „ოცნებამ“ – თუ დასავლეთი სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლებას ითხოვს, არ გვინდა ასეთი დასავლეთიო, იმას კი აღარ ამბობენ, თუ ვერ დაამტკიცა „ოცნებამ“, რომ სააკაშვილი და გვარამია დამნაშავეები არიან და მხოლოდ ქარის წისქვილებს ედავება ორთავეს – არ გვინდა ეგეთი „ოცნებაო“ – არა, დასავლეთი არ გვინდაო. სწორედ ბრიუსელიდან განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „კანდიდატის სტატუსი არც სააკაშვილს და არც ივანიშვილს არ უნდა გადავაყოლოთო.“ ანუ, სააკაშვილის არშეწყალების გამო თუ არ მოგვცემენ სტატუსს, უნდა შევიწყალოთ და ივანიშვილის ოლიგარქობის გამო თუ არ გვაძლევენ სტატუსს, დაანებოს ოლიგარქობას თავი ივანიშვილმა, დაითხოვოს თავისი გუნდი და მიხედოს თავის ბიზნესსო – ასე ჟღერდა ეს განცხადება მაშინ.
ჩემი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილთან კონსულტაციისთვის დრო ითხოვა, სამაგიეროდ კი ითხოვა ევროკომიისიის რეკომენდაციაში ოლიგარქზე და დეოლიგარქიზაციაზე ჩანაწერში არ ყოფილიყო ხსენებული ივანიშვილის გვარი, რადგან როგორც ფრანგულად იტყვიან „ბოლომდე არ დაეკარგათ სახე“ ივანიშვილისთვის და მშვიდად წასვლის საშუალება მიეცათ. თუმცა, ივანიშვილი არ აპირებს ძალაუფლების დათმობას, ამიტომ სალომეს უარის თქმა მოუწია დასავლელი კოლეგებისთვის. ევროპარლამენტარებმა პირობა შეასრულეს და ბოლო წამამდე
არ უთქვამთ, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღება კავშირში იქნება პოლიტპატიმრების არგათავისუფლებასთანაც. თუმცა, 22 ივნისს ევროპარლამენტის სესიიდან უკვე ღიად გვითხრეს სათქმელი – სალომეს კი ნათქვამი აქვს, რომ კანდიდატის სტატუსს არც სააკაშვილს გადააყოლებს და არც ივანიშვილს, მაგრამ ევროპარლამენტარები მეორეს ამბობენ. ევროპარლამენტარებს კარგად ესმით, ახლა რომ მოითხოვონ ერთ დღეში გავუშვათ ივანიშვილს მთავრობა, ეგ ვერ მოხდება, ამიტომ მიზეზად ამბობენ იმას, რაც შეიძლებოდა ერთ საათშიც მომხდარიყო – პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ამბობენ პირველ მიზეზად და მერე საუბრობენ დეოლიგარქიზაციაზე. შესაბამისად, პრეზიდნეტი დღეს საკუთარი პირობის ტყვეობაში დარჩა და კანდიდატის სტატუსი, ერთი შეხედვით, სწორედ რომ სააკაშვილის პატიმრობას შეიძლება გადაყვეს, პრეზიდენტის პოლიტიკოსობა და სახელი კი კანდიდატის სტატუსს. ადრე თუ გვიან, „ოცნებას“ მოუწევს სააკაშვილის გამოშვებაც, გვარამიას გამოშვებასაც გათავისუფლება დაერქმევა – სააკაშვილს ხელისუფლების სადავეებში დასავლეთი მაინც აღარ მიუშვებს, მან თავისი როლი უკვე შეასრულა, ის იტყვის, რომ უნდა იმკურნალოის და „ოცნების“ ტირანიამ მას ჯანმრთელობა ძლიერ შეურყია, იტყვის, რომ ინვესტიციებს მოიზიდავს საქართველოსთვის და სწორედ რომ „სახე შენარჩუნებული“ გამოვა ამ ისტორიიდან და გაწმენდილი. არადა, ბრიუსელიდან სახის შენარჩუნების წინადადება პირველმა ივანიშვილმა მიიღო, მაგრამ ივანიშვილმა ფული რუსეთში 90–იან წლებში იშოვა, მაშინ, როცა ბიზნესს მგლის კანონებით მართავდნენ და ბოლომდე უნდა მიწოლოდი, ასე ცდილობს ახლაც მიწოლას და ჰგონია გაუვა.
ომი არ გვინდაო და საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პრემიერის პირით, ომი გამოუცხადა ივანიშვილმა მთელ ქვეყანას და ამ ომს ის ვერ მოიგებს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ძალოვანი სისტემა ჰყავს მობილიზებული – იმ ძალოვანებს ფეხსაცმელიც არ დაურიგეს და კაპიკებს უხდიან, შვილები ჰყავთ იმ ძალოვნებს და იმათაც უნდათ ევროკავშირი და სინათლე, ამ ძალოვნების შვილები და მშობლები გასულნი იყვნენ იმ აქციაზე 20 ივნისს და დიდი ალბათობით გავლენ 24 ივნისსაც – ამიტომ, არც ძალოვნები უერთგულებენ ბოლომდე, დიდი იმედი მაქვს, თორემ ივანიშვილის ხელიდან საქართველო სამოქალაქო ომისთვის განწირულია! დგას „ოცნების“ აქტივი და ლანძღავს შვილების და დედების თაობას ერთდროულად, წყევლის, აგინებს, იმუქრება – აღარაფერი დატოვა წმინდა ივანიშვილს ფულმა, თუმცა, არც ამ აქტივის იმედი უნდა ჰქონდეს ივანიშვილს, რადგან ამჯერად მათ მხარეს, განსხვავებით 2012 წლისა, აღარ არის მორალური უპირატესობა და გარდა ამისა, კრემლისკენ ასე ღიად მიმავალ ხელისუფლებას ქართველი ხალხი არ მოითმენს – ბოლო წლებმა თუ რამე გვაჩვენა, ეს გვაჩვენა, ხალხი ითმენს შიმშილს, სიცივეს, ამ ბოლო დროს, უსამართლობასაც კი, მაგრამ როცა დგება საფრთხე, რომ რუსეთში შეიძლება გვიკრან თავი – მაშინ ყოველთვის ერთიანია და მას ვერანაირი ხელფასიანი, თუ ბიზნესიანი აქტივი ვერ დააკავებს.“
“საკონტროლო გასროლა – პრემიერმა პარლამენტიდან უთხრა უარი ევროკავშირს!” – რას უყვებიან “ალიას”
კომენტარები