“ეს არის ტყუილი, მე ვიყავი შეხვედრების ოთახში ოპოზიციის წევრებთან და ისინი თითქმის გვევედრებოდნენ, რომ მიგვენიჭებინა კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის, ასე რომ, ძალიან მოულოდნელი იყო შემდგომ ტყუილების მოსმენა იმისგან [ღარიბაშვილისგან], ვინც არ ყოფილა იმ დროს ოთახში.
ბატონი ღარიბაშვილი პირადად უნდა ჩამოვიდეს ბრუსელში და დაგველაპარაკოს შეშფოთებაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, ან მას. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოს გამოა და არა რუსეთის, ან უკრაინაში ომის.
მოლდოვის შემთხვევაშიც, თუ ვისაუბრებთ სიმბოლურ მიზეზებზეც, ჩვენ სტატუსს ვანიჭებთ, თუ ქვეყანა პროევროპული და დემოკრატიულია, მაგრამ, საქართველო ამ ჟამად, არ ასრულებს ყველა რეფორმას, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება ითვალისიწინებს, ესაა სასამართლო სისტემის რეფორმა, დეოლიგარქიზაცია, რომელზეც კომისია საუბრობს. ეს ყველაფერი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას იწვევს.
ქართული ოცნება და საქართველოს მთავრობა მუდმივად ვერ მიიღებს მხოლოდ ჩვენგან, მაგალითად, მიიღოს ფულადი სახსრები, მხარდაჭერა და შემდგომ არაფერი გაიღოს თავად. ჩვენ გვჭირდება, რომ დავინახოთ რეფორმები.
თუ ქართულ ოცნებას სურს კანდიდატის სტატუსი, რუსეთის წინააღმდეგ ომი კი არ უნდა აწარმოოს, არამედ დემოკრატიული რეფორმები გაატაროს.”
კომენტარები