კომპანია “მაიკროსოფტის” დამფუძნებელი, ბილ გეითსი:
მათ ერთობლივად 300 მილიონი დოლარი გაიღეს, რათა კორონავირუსის ახალ ვარიანტებს სამედიცინო სფერო უფრო მომზადებული შეხვდეს.
“იმუნიტეტის გაძლიერებამ შეიძლება შეამციროს ომიკრონის და სხვა მომავალი ვარიანტების გავლენა, მაგრამ პანდემიის კურსის პროგნოზირება რთულია.. ჩვენ ადვილად გადამდები ომიკრონის გამოჩენაც კი ვერ გავთვალეთ, ამიტომ სამომავლო პროგნოზებში ცოტა უფრო თავშეკავებულები უნდა ვიყოთ”, – ამბობს “მაიკროსოფტის” დამფუძნებელი.
აღნიშნულ განცხადებამდე პანდემიის შესახებ ბილ გეითსმა “ტვიტერში” პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდს:
“ომიკრონის ტალღა, რომელსაც ქვეყნები განიცდიან, ჯანდაცვის სისტემებისთვის გამოწვევა იქნება. ეს ტალღა ყველაზე მძიმე არავაქცინირებულთათვისაა. მას შემდეგ, რაც ომიკრონის ტალღა გადაივლის, იქნება გაცილებით ნაკლები შემთხვევები და მაშინ შეიძლება კოვიდს შევხედოთ ისე, როგორც სეზონურ გრიპს”
წყარო: bloomberg
კომენტარები