შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს “ომის დამნაშავე” უწოდა.
სხვათა შორის, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ბაიდენი პუტინს მკაცრად აკრიტიკებს, შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, 2021 წელს თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი “მკვლელია”. მას ABC News-ის წამყვანმა, ჯორჯ სტეფანოპულოსმა ჰკითხა, სჯერა თუ არა, რომ პუტინი “მკვლელია”, რაზეც ბაიდენი დაეთანხმა. ეს კითხვა წამყვანმა რუსეთის მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევის კონტექსტში დასვა.
ბაიდენმა პუტინთან ძველი საუბარი გაიხსენა, როდესაც რუსეთის ლიდერს უთხრა, რომ მას “სული არ აქვს”. პასუხად პუტინმა შეხედა და უპასუხა: “ჩვენ ერთმანეთის გვესმის”.
ეს ნათქვამი 2001 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის, შეფასების გამოძახილი იყო. ბუშმა პუტინის შესახებ თქვა: “მე კაცს თვალებში ვუყურებდი” და “შემეძლო მისი სული მეგრძნო”.
ბაიდენი 2021 წელს აცხადებდა, რომ რუსეთს აშშ-ის არჩევნებში სავარაუდო ჩარევისთვის საფასურის გადახდა მოუწევს და ამას ყველა მალე იხილავდა. ბაიდენის თქმით, რუსეთის ლიდერთან ხანგრძლივი საუბრის დროს მას უთხრა: “მე თქვენ გიცნობთ და თქვენც მიცნობთ. თუ დავამტკიცებ, რომ ეს მოხდა, მაშინ მზად იყავით”.
კომენტარები