გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე თვეს დუმილი დაარღვია და რუსეთის აგრესია, როგორც იქნა, დაგმო.
“მინდა გარკვევით ვთქვა, რომ მხარს ვუჭერ ფედერალური მთავრობის, ევროკავშირის, აშშ-სა და G7-ში ჩვენი პარტნიორების ყველა ძალისხმევას, შეაჩერონ რუსეთის აგრესიული ბარბაროსული ომი. […] ჩემი სოლიდარობა უკრაინას, რომელსაც რუსეთი თავს დაესხა, და მხარდაჭერა მის უფლებას, დაიცვას თავი”. – თქვა მერკელმა.
კომენტარები