უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 24 თებერვალს, ომის დაწყებიდან უკრაინამ საერთაშორისო პარტნიორებისგან $18 მილიარდის ოდენობის ფინანსური დახმარება მიიღო.
სამინისტროს ინფორმაციით, მთავარი კონტრიბუტორები არიან აშშ, კანადა, გაერთიანებული სამეფო, იაპონია, საფრანგეთი და იტალია.
“რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ომის შედეგებთან გასამკლავებლად აქტიურად მუშაობდა საერთაშორისო ფონდების შექმნაზე. ჯამში, 24 თებერვლიდან მოყოლებული შეგროვებული თანხა $18 მილიარდს შეადგენს”. – წერია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს მიხედვით, შემდგომ 18-36 თვეში საჭირო იქნება $105 მილიარდის შეგროვება, რათა უკრაინა გაუმკლავდეს ზამთრის სეზონს, შეაკეთოს კრიტიკული ტრანსპორტი და დაძლიოს სოციალური გამოწვევები.
” შეღავათიანი დაფინანსებისა და გრანტების მოზიდვით ჩვენ ვცდილობთ, ვუზრუნველყოთ ყველა პრიორიტეტული ხარჯი. ეს უკანასკნელი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა სესხის ოდენობა არ გაიზარდოს. უკრაინის ხელისუფლება დამოკიდებულია უცხოელი დონორების დახმარებაზე.”– ნათქვამნია ინფორმაციაში.
კომენტარები