უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, ქართულ ბანკებში რუსეთის 45,349 -მა მოქალაქემ და რუსეთში რეგისტრირებულმა 19-მა იურიდიულმა პირმა გახსნა ანგარიში და დეპოზიტებზე 1 მლრდ 200 მლნ ლარი შეიტანა. ამ დროისთვის რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში 1,2 მლრდ ლარი აქვთ განთავსებული.
მონაცემები ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა [IDFI] დაითვალა. მონაცემები მოიცავს 24 თებერვალი – 31 აგვისტოს პერიოდს.
“რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში აქტიური შემოსვლა განიხილება. IDFI პერიოდულად სწავლობს და აქვეყნებს საზღვრის კვეთის და რუსეთის მოქალაქებიის საქართველოში დამკვიდრებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებს. ამჯერად, IDFI-ს მიერ წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკიდან გამოთხოვილი და მიღებული მონაცემების ანალიზი, რომელიც დაკავშირებულია ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს ფინანსურ ორგანიზაციებში განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობებთან. კერძოდ, წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია 2021-2022 წლებში რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში საბანკო ანგარიშების გახსნის, საბანკო დეპოზიტებზე თანხის განთავსების, სესხების აღების და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში რუსული რუბლის ბრუნვის სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზი. ” – წერია კვლევაში.
კომენტარები