Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის სამხედრო ძალებმა ხარკოვის ჩრდილოეთით წარმატებული კონტრშეტევები განახორციელეს და რუსეთ-უკრაინის საზღვარს მიუახლოვდნენ.
უკრაინის ქვედანაყოფებმა ხარკოვის ჩრდილოეთით რამდენიმე ქალაქზე კონტროლი აღადგინეს. რუსული წყაროს მტკიცებით, უკრაინელი ჯარისკაცები რუსეთის საზღვრიდან 10 კილომეტრის დაშორებით დაწინაურდნენ. თუმცა ISW დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს ამ განცხადებებს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები იზიუმის ოლქიდან, ჩრდილოეთისკენ განლაგდებიან, რათა კონტრშეტევის ზეწოლა შეამსუბუქონ და ჩრდილოეთით, საზღვრისკენ წინსვლა შეზღუდონ. უკრაინის კონტრშეტევა, სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან ჯარებისა და რესურსების გადამისამართებას გაართულებს. უკრაინის კონტრშეტევა რუსეთის არტილერიის მხრიდან ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით შეტევების წარმოებას შეაფერხებს.
- უკრაინის სამხედრო ძალებმა ხარკოვის ჩრდილოეთით წარმატებული კონტრშეტევები განახორციელეს.
- ბელარუსის ხელისუფლება NATO-სა და აშშ-ს კონფლიქტის ესკალაციაში ადანაშაულებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსი ომში ჩაერთოს.
- იზიუმის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების შეტევები დროებით შეჩერებულია.
- ოკუპანტები მარიუპოლის ნანგრევებზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ. ამასთან ერთად, სამხედრო აღჭურვილობის წარმოებისთვის ფოლადის ქარხნების ხელახლა გახსნა სურთ.
- აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკის ტერიტორიის ალყაში მოქცევას ცდილობენ და გავრცელებული ინფორმაციით, პოპასნადან დონეცკ-ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარს მიაღწიეს.
ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ აშშ-სა და ნატო-ს ბელორუსზე თავდასხმისთვის მზადების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას განაგრძობს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსი უკრაინის ომში ჩაერთოს. ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა 10 მაისს წვრთნების მეორე ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა. ბელორუსის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ გულევიჩმა აშშ და მისი მოკავშირეები სამხედრო მოქმედებების გაძლიერებაში დაადანაშაულა, ამასთან ერთად, მისი მტკიცებით, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ბელარუსის ტერიტორიას დაზვერვის, დივერსიის და სპეცოპერაციების გზით ემუქრებიან. გულევიჩის მიხედვით, ბელარუსის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები (BTG) დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით წინსვლას ცდილობენ, როგორც ამ რეგიონებში “შესაძლო საფრთხის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ნაწილი”. გულევიჩმა დამატებით აღნიშნა, რომ ბელარუსის სამხრეთით 20 000 უკრაინელი ჯარისკაცის განლაგების გამო, ბელარუსის სამხრეთ ოპერაციულმა ოლქმა უკრაინის საზღვრის მახლობლად სამ ტაქტიკურ მიმართულებაზე ბელარუსის ჯარების განლაგება მოითხოვა, რაც შეესაბამება უკრაინის გენერალური შტაბის ანგარიშს, რომ საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად ბელორუსის გარკვეული ნაწილები უკრაინა-ბელარუსის საზღვართან ახლოს განლაგდნენ.
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მხრიდან, მუქარის რიტორიკა ახალი არ არის. ბელარუსის წვრთნები, რომლებიც კონცენტრირებულია პოლონეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ბელორუსის საზღვრებზე, სავარაუდოდ, რუსეთის ქმედებებისადმი უკრაინაში ბელარუსის მუდმივ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე მიუთითებს. წვრთნები, სავარაუდოდ, ნატოს ყურადღების მიქცევას ცდილობს და, შესაძლოა, ნატოს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა შეაფერხოს, ლუკაშენკომ 2020 და 2021 წლებში ოპოზიციის რეპრესიების მიუხედავად, შიდა არეულობის წინაშე დაუცველი რჩება, თუ მისი უსაფრთხოების აპარატი დასუსტდება.
რუსეთმა შესაძლოა მოლდოვას დესტაბილიზაციაც მოინდომოს. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის და სხვა რუსი ოფიციალური პირებისა და მარიონეტების კომენტარებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ პუტინმა აღიაროს თვითგამოცხადებული პრიდნესტროვის მოლდოვის რესპუბლიკა (PMR) დნესტრისპირეთში. ამის შემდეგ PMR-ს რუსეთიდან დამატებითი სამხედრო დაცვის მოთხოვნა შეუძლია. ნებისმიერი ასეთი ქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის დაძაბულობას და დამატებით ზეწოლას მოახდენს ნატოზე. ბოლო 24 საათის განმავლობაში. რუსეთი შესაძლოა დნესტრისპირეთის უკრაინის ომში ჩართვას აპირებს დნესტრისპირეთის ტერიტორიიდან უკრაინაზე თავდასხმებისა და დაბომბვის მიზნით.
რუსეთის სამხედრო ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე “ფილტრაციის ზომებს“ იღებენ და უკრაინის მოქალაქეებს იტაცებენ. უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველოს (GUR) ინფორმაციით, ოკუპანტები მსგავსს ზომებს ხარკოვში, ზაპოროჟიაში, ხერსონში, მიკოლაივში, ლუგანსკსა და დონეცკის ოლქებში იღებენ. „ფილტრაცია“ მიზნად ისახავს სრულწლოვანი მამაკაცების, ყოფილ სამხედრო და სამართალდამცავ პერსონალისა და პროუკრაინელი აქტივისტების დაკითხვას, წამებისა და შესაძლო სიკვდილით დასჯას. GUR-ის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინელ მძევლებს ყირიმში დამატებით აგზავნიან, რათა მომავალში ტყვეების გაცვლაში უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალონ.
კომენტარები