უკრაინაში მყოფი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს:
„ომის ქარცეცხლიდან, ჭურვებისა და ტყვიების წვიმიდან მინდა მუხლმოდრეკით ვთხოვო, მივმართო:
ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს ნათესავებს;
ჩემს მეგობრებს, ახლობლებს,
თანამებრძოლებს;
ყველას, ვისთვისაც ჩვენი სამშობლოს მომავალი ძვირფასია;
ქ ვ ე ყ ა ნ ა, რ ო მ ე ლ ი ც პ ი რ ვ ე ლ ი ს ა მ ი პ რ ე ზ ი დ ე ნ ტ ი დ ა ნ ო რ ს მ ო კ ლ ა ვ ს, ჭ ა ო ბ შ ი ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს თ ვ ი ს ა ა გ ა ნ წ ი რ უ ლ ი ! ! !
ეს არ არის ზოგადი საფრთხე, ეს რეალობაა, ეს ისტორიული კანონზომიერებაა, პრეზიდენტების მკვლელი ქვეყანის დაღი წარუშლელია, ასეთ ქვეყანას მომავალი არ აქვს
გთხოვთ არ დაუშვათ ეს, გთხოვთ ყველანი, როგორც ერთი, მიდით 9 დ ე კ ე მ ბ ე რ ს 1 3. 0 0 ს ა ა თ ზ ე სასამართლოსთან, ჩათვალეთ, რომ თქვენ იქ მიდიხართ ჩემს მაგივრადაც, ყველა იმ მებრძოლის მაგივრადაც, ვინც აქ, უკრაინაში უკრაინის და საქართველოს თავისუფლებას იცავს.
მივმართავ პოლიტიკურ ლიდერებს, თავმჯდომარეობის კანდიდატებს, გთხოვთ, დაივიწყეთ ყველაფერი, გააერთიანეთ ძალისხმევა, დაგეგმეთ, დააორგანიზეთ არა მხოლოდ ეს ერთ დღე, დაგეგმეთ რას აკეთებთ სასამართლოს მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, დააორგანიზეთ მ ზ ა რ დ ი წინააღმდეგობის მოძრაობა, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ყოველი დღე მისთვის უფრო მძიმე იქნება, რომ ეს ტალღა გაიზრდება ყოველდღიურად, რეჟიმებს მხოლოდ ასეთი, მ ზ ა რ დ ი წინააღმდეგობის ეშინიათ.
მივმართავ პარლამენტის და თვითმმართველობის საკრებულოს წევრებს, გააკეთეთ განაცხადი, რომ უარის შემთხვევაში მანდატებზე უარს იტყვით, თქვენ ამ ნაბიჯით ხელისუფლებასაც და მოსახლეობასაც დაარწმუნებთ, რომ ბრძოლა ბოლომდე უკომპრომისო იქნება.
მივმართავ საზოგადოებისთვის ცნობად, ავტორიტეტულ ადამიანებს, დადექით ხალხის გვერდით, გთხოვთ ჩვენი სამშობლოს მომავლის სიკვდილი არ დაუშვათ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ზოგადი საფრთხე არ არის, პირველი სამი პრეზიდენტიდან ორის მკვლელი ქვეყანა განწირულია!“
კომენტარები