იურისტი გიორგი ფანცულაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ომიც წაგვიგია, ქვეყნის ღალატიც გვინახავს, მაგრამ ასე უსიტყოდ არასოდეს დაგვითმია სისხლის ფასად მოტანილი სამშობლო, როგორც ახლა ხდება!!!
აი ამ წუთასაც ვკარგავთ ტერიტორიებს სოფ ხურვალეთში და რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს ოკუპაციას, ისე როგორც წინა დღეებსა და წლებში გვაჭრიდა ტერიტორიებს…
ასე 1921 წელსაც კი არ დაუთმია იმ ხელისუფლებას სამშობლო! ჩვენ ადამიანები კი ყოველდღიური რუტინით ვცხოვრობთ და მანამ ვერც კი გავიგებთ სამშობლოს დაკარგვას, სანამ კარზე რუსის სამხედრო არ დაგვიკაკუნებს…
P.S. ჭირსაც წაუღია არჩევნები, პარტიები, კოვიდი, საჭმელი თუ სამსახური თუ ერთ დღეს სამშობლო აღარ გვექნება…
კომენტარები