ვიცე-პოლკოვნიკი ედუარდ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში პარტია “ერი”-ს ლიდერს ლევან ვასაძეს მიმართავს:
“არ უნდა გავატაროთ გეი პარადები, ყველა ჯარში უნდა მიდიოდეს, ბასტიონი უნდა იყოს, კაცების ქვეყანა უნდა იყოს, ერთ მუშტად შეკრული ლომების ქვეყანა უნდა იყოს, ბანკირების, მევახშეების და ამ ჯღანების ხელში ჩავარდნილი დაშლილი აჯაფსანდალი კიარ უნდა იყოს, რომელსაც მართავს ტიპი კულისებიდან”– “ეს მცირე ამონარიდია ლევან ვასაძეს ინტერვიუდან რადიო უცნობში სტუმრობისას.
არ ვიცი როდინდელია ეს ინტერვიუ, სავარაუდოდ რამდენიმე თვის უკანდელი, მაგრამ მე ეხლა უსმენდი რომელსაც ერთერთ გვედზე გადავაწყდი.
არაფერი ისეთი, არც რაიმე პირადული, მაგრამ ჩემდა უნებურად კითხვები გამიჩნდა: ბატონო ლევან, ჯარში წასვლა რომ ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს, რათქმაუნდა გეთანხმებით. ის რომ ბასტიონი უნდა იყოს, მაგაშიც, ერთ მუშტად შეკრული კიდევ როგორღა ვიქნებით, თუ:– დაჭრილი და დაინვალიდებული ჯარისკაცის ფინანსური დახმარების ნაცვლად, ვიღაც ტრანსგენდერს აფინანსებ რომელმაც ფინანსური კრიზისის გამო თავის დაწვა სცადა?– ომში დაღუპული ან დაინვალიდებული ჯარისკაცის შვილებს უფასოდაც არ ასწავლი საკუთარ სკოლაში და მხოლოდ შეძლებულ ადამიანის შვილებს აქვთ მანდ სწავლის შესაძლებლობა?
– როცა ჯარში პოლიტიკური დევნა მიდიოდა კადრის ოფიცრების, ასობით ნაომარი (ზოგი ინვალიდი) პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე ქუჩაში დატოვეს მშიერი ცოლ-შვილით, ზოგს ბუნტი მოუწყვეს, ზოგი დაიჭირეს და ზოგიც წამებაში მოკლეს, ზოგმა თვითონ მოიკლა თავი იგივე ფინანსური კრიზისის გამო, თქვენ მაშინ ჩუმად იყავით და არ საუბრობდით “ბასტიონზე“, არამედ იმ მევახშეების და ჯღანების გვერდით შოულობდით იმ ყოველივე “სიკეთეს“?!
კიდევ ვიმეორებ, არავითარი პირადული მე არ მაინტერესებს და არც თქვენი პოლიტიკური მიზნები მაინტერესებს, უბრალოდ ჯარით მანიპულირება არ უნდა იყოს თქვენი “კოზირი“ რადგან, ვერ ვიხსენებ კონკრეტულ ფაქტებს და თუ რაიმე მეშლება, შემისწორეთ?!
სიტყვები ლამაზია, ქმედება არ ჩანს.”
კომენტარები