ჩეჩნეთის უფლებადამცველ ორგანიზაციაებში აცხადებენ, რომ ჩეჩნეთში მამაკაცებს იტაცებენ და შემდეგ უკრაინაში ომში ჩართვას აიძულებენ. ამის შესახებ საუბრობენ ოპოზიციურად განწყობილი ბლოგერებიც. უფლებადამცველთა თქმით, დახმარების თხოვნით მიმართეს ჩეჩნეთის მაცხოვრებლებმა და ისინი საუბრობენ, რომ კაცებს ომში “მოხალისედ” წასვლას აიძულებენ.
მათივე თქმით, გატაცებულები ჯერ “საიდუმლო ციხეში“ მიჰყავთ, სადაც მუქარის შედეგად აიძულებენ, რომ გააფორმონ ხელშეკრულება. ინფორმაციას ამის შესახებ Кавказ Реалии ავრცელებს.
ოპოზიციური მოძრაობა 1ADAT ჩეჩნეთის სხვადასხვა რეგიონიდან ასობით გატაცებული ადამიანის შესახებ იუწყება. ადამიანის უფლებათა ასოციაცია “Vaifond”-ის განცხადებით კი, ბოლო დროს მათ მიიღეს ათობით მიმართვა ჩეჩნეთის მაცხოვრებლებისგან იმის შესახებ, რომ მათი ოჯახის წევრებს ომში წასვლას აიძულებენ. – წერია გამოცემაში.
Кавказ Реалии წერს, რომ ომში წასვლას ასევე აიძულებენ შშმ პირებს. “ყველაფერი ამ ადამიანების ნების საწინააღმდეგოდ ხდება“
ოპოზიციურად განწყობილი ბლოგერი ისლამ ბელოკიევი ადამიანების ომში წაყვანის მიზნით გატაცების ათობით დადასტურებულ შემთხვევაზე საუბრობს და ამბობს, რომ რეალურად, ასეთი შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია და მათგან უფლებადამცველებს ძალიან ცოტა ადამიანი მიმართავს.
კომენტარები