უკრაინაში მყოფი, ვანო ნადირაძე, სოციალურ ქსელში წერს:
“ძალიან ბევრი მწერს, რომ ჩამოსვლა მინდაო. მესმის თქვენი, ვაჟკაცები ხართ, ეჭვიც არ მეპარება. მაგრამ ვერ დაგეხმარებით.
1. ომში ვერ დაგპატიჟებთ.
2. წინა ხაზზე ვერ მოხვდებით. ან კონტრაქტი უნდა გქონდეთ ან ძალოვან ოფიციალურ სტრუქტურაში უნდა იყოთ. კონტრაქტზე უცხოელებს უკვე ერიდებიან. თან კონტრაქტი ერთ დღეში არ ფორმდება.
3. მოხალისეთა ბატალიონები როგორც ასეთი არაა წინა ხაზზე, არავინ არ შეგიყვანოთ შეცდომაში.
4. არის ტერტორიული თავდაცვის ბრიგადები, იქაც ძირითადად ადგილობრივები არიან.
5. ყველაზე მთავარი ვერ მოგატყუებთ და კიევში დასაჯდომად ვერ ჩამოგიყვანთ.
6. თუ კიევში გინდა წანწალი სამხედრო ფორმაში და სურათების დადება ფეისბუქზე, წარწერით “დიდება უკრაინას” ეს უკვე თქვენი საქმეა, ეგეთი ხალხი ჩემგან შორს.”
კომენტარები