რუსი პოლიტოლოგი, ყოფილი დეპუტატი, სერგეი მარკოვი, სოციალურ ქსელში, წერს:
პრეზიდენტის მესიჯი – მან უნდა უპასუხოს რამდენიმე კითხვას.
1. როდის დასრულდება სამხედრო ოპერაცია?
2. რა იქნება შემდეგ?
3. რუსეთი აშკარად არ იყო წარმატებული ამ სამხედრო ოპერაციისას. რა დასკვნები გამოიტანა რუსეთის ხელმძღვანელობამ დიდი მარცხიდან? არასწორი ნაბიჯებიდან, რას შევცვლით? რა იქნება ახალი და სწორი ნაბიჯები?
4. რა არჩევანი გააკეთა პუტინმა? გააგრძელებს თუ არა რუსეთი სამხედრო ოპერაციას პრინციპით “ვისაც სჭირდება, ისინი იბრძვიან, დანარჩენები კი ჩვეულებრივად ცხოვრობენ” თუ რუსეთი იქცევა ერთ სამხედრო ბანაკად “ყველაფერი ფრონტისთვის, ყველაფერი გამარჯვებისთვის” პრინციპით. და საერთო მობილიზაციით?
ეს არის ის ძირითადი კითხვები, რომელზეც პრეზიდენტმა პასუხი უნდა გასცეს.
ამბავს, რომ ეკონომიკაში ყველაფერი არ დაინგრა და მთელი მსოფლიო არ არის რუსეთის წინააღმდეგ, უინტერესოდ მოისმენენ. საზოგადოებაში არსებულ მთავარ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია.
კომენტარებში წერენ:
“Дальше будет БОО – Быстрая Отступательная Операция. Неплохое название для маркетинга, считаю.”
“მოდი, როგორმე საერთო მობილიზაციის გარეშე… ჩვენ ისედაც არ გვყავს საკმარისი კაცები და გვთავაზობენ მრავალცოლიანობის ლეგიტიმაციას, რაც ეწინააღმდეგება ქრისტიანობას.”
“პასუხები არ იქნება”
“კითხვები სწორია, მაგრამ ძნელია მათზე მკაფიო და ცალსახა პასუხის გაცემა და შესაბამისად, მთელი გამოსვლა ისევ არადამაჯერებელი დემაგოგია იქნება. კონკრეტული კითხვები ცოტა განსხვავებული უნდა იყოს:
1. რატომ გადაწყდა სამხედრო ოპერაციის დაწყება სიტუაციის სათანადო შეფასების გარეშე?
2. კონკრეტულად ვინ არის დამნაშავე პრეზიდენტისთვის არასრული და არასანდო ინფორმაციის მიწოდებაში, რის საფუძველზეც მან მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ?
3. როგორ დაისაჯნენ დამნაშავეები?
4. რა არის მიზეზი, რომ ერთი წელია ერთი და იგივე ადგილს ვტკეპნით?
5. რა გაკეთდება კონკრეტულად გამარჯვებისთვის?
6. რა ჩაითვლება გამარჯვება?
7. ვინ უშლის ხელს შეიარაღებული ძალების გადამწყვეტ მოქმედებებს ბრძოლის ველზე?
8. როდის დასრულდება ქვეყნის ხელმძღვანელობის ორ სკამზე ჯდომა?”
“უპირატესობა აქვს რუსეთს, ბოლო ერთი კვირაში, ათამდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსეთმა” – კობახიძე
კომენტარები