ალიას დაუკავშირდა 72 წლის ქალბატონი მარინა ჯელაძე, წლის საუკეთესო მასწავლებლისა და იაკობ გოგებაშვილის მედლით დაჯილდოებული პედაგოგი, რომელმაც თავისი ისტორიის გაზიარება გვთხოვა. ქალბატონი მარინა წლების განმავლობაში სახსრების ტკივილით იტანჯებოდა.
მარინა ჯელაძე:
სახსრების პრობლემა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა, სამწუხაროდ, მხოლოდ მედიკამენტური მკურნალობით არ აღმოიფხვრა. დამიდგინდა გონართროზის მეოთხე სტადია. ბოლო პერიოდში მდგომარეობა ისე გამწვავდა, რომ ყავარჯნებითაც მიჭირდა გადაადგილება, მომიწია, თავი დამენებებინა სამსახურისთვის – წამოვედი ჩემი საყვარელი სკოლიდან.
ყოველთვის აქტიური ცხოვრების წესი მქონდა და ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა უმოძრაო, ჩაკეტილმა ცხოვრებამ. დამოკიდებული გავხდი შვილებსა და ახლობლებზე, მათ გარეშე გადაადგილებას ვერ ვახერხებდი. გავარკვიე, რომ ნიუ ჰოსპიტალსში ოპერაციებს წარმატებით აკეთებს ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი, ლუხუმ ჭანტურია. შევისწავლე ამ ადამიანის ბიოგრაფია, გავიგე მისი მადლიერი პაციენტების შესახებ და გადავწყვიტე, მივსულიყავი კონსულტაციაზე.
ბატონმა ლუხუმმა დეტალურად ამიხსნა ყველაფერი, მითხრა, რომ მქონდა რეალური შანსი ოპერაციის შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას დავბრუნებოდი. მის მიმართ ნდობით განვეწყვე და შიშის მიუხედავად, გადავწყვიტე, ენდოპროთეზირება გამეკეთებინა. სპეციალისტმა და მისმა გუნდმა დეტალურად შეისწავლა ჩემი მდგომარეობა. მისი მხრიდან პროფესიონალიზმის გარდა, გულწრფელი, ადამიანური დამოკიდებულებაც ვიგრძენი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ქირურგის მიმართ ნდობით განეწყო. ყოველ ნაბიჯს დეტალურად მიხსნიდა და ვგრძნობდი, ნამდვილად შედეგზე იყო ორიენტირებული.
ოპერაციისწინა მღელვარება და შიში უკვე ნაკლები იყო, რადგან სანდო და პროფესიონალი გუნდის ხელში ვიყავი, ასევე მამშვიდებდა ის ფაქტი, რომ კლინიკა უახლესი სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი და საუკეთესო ხარისხის პროთეზს მიკეთებდნენ.
ოპერაციიდან მალევე კლინიკის დერეფანში პირველი ნაბიჯები გადავდგი, გავიარე 2-კვირიანი რეაბილიტაცია და საბოლოოდ გადავყარე ყავარჯნები. 1 თვეში შვილიშვილის ქორწილი იყო, ქორწილში ყავარჯნების გარეშე მივედი და რამდენიმე ცეკვაც ვიცეკვე. 3 თვე გავიდა და ჭრილობაც კი არ მეტყობა.
ბატონ ლუხუმს მადლობის მოსმენა და ქება არ უყვარს, საქმის კეთება უყვარს და შედეგითაც კმაყოფილია. არც არაფერში სჭირდება ჩემი ქება, მაგრამ ამ წერილის გამოქვეყნება იმ ადამიანებისთვის მსურს, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს და არ იცის, ვის მიმართოს, რა გააკეთოს. ვინც დღეს იტანჯება ისე, როგორც მე ვიტანჯებოდი, ვინც ფიქრობს, რომ მისი აქტიური ცხოვრება დასრულდა, მინდა ვუთხრა – ნუ იტანჯებით, დროულად მიმართეთ სპეციალისტს, ვერც მე წარმოვიდგენდი რამდენიმე თვის წინ, რომ ყავარჯნების გარეშე, თავისუფლად გადაადგილებას შევძლებდი. ახლა უკვე დამოუკიდებლად დავდივარ, ხშირად ვსტუმრობ შვილებსა და შვილიშვილებს, ოპერაციიდან მალევე, რაჭაშიც წავედი და საყვარელი ადგილები მოვიარე. 72 წლის ასაკში თავიდან დავიბრუნე ჩემი აქტიური, დამოუკიდებელი ცხოვრება და ამაზე დიდი ბედნიერება, არ კი ვიცი, რა შეიძლება იყოს.
კომენტარები