დავით ქაცარავას წერილს უკრაინიდან, მისი მეუღლე, სოფია ხაჭაპურიძე ავრცელებს:
“გუშინ ირპენში ბრძოლაში, სადაც ჩვენი დანაყოფი მონაწილეობდა, გავანადგურეთ ორკების 3 ერთეული ჯავშან ტექნიკა და შესაბამისი ცოცხალი ძალა.
ოპერაციიდან გამოსვლისას ორკებმა ცეცხლი გაგვიხსნეს ნაღმტყორცნებიდან.
ჩვენი ორი ძმა, ჩვენი ქართველი მებრძოლი, დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დაიღუპა….
უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მათ სულებს.
მშვიდობა დ გამარჯვება მალე!”
შეგახსენებთ, დავით ქაცარავა ქართველ მებრძოლებთან ერთად, უკრაინაში იბრძვის, ოკუპანტის წინააღმდეგ,
კომენტარები