ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე:
„ამასობაში წავედი და ვნახე ნანა ჯანელიძის არაჩვეულებრივი ფილმი აფხაზეთის ომზე “იარე ლიზა”, რომელშიც ილია ბეროშვილი საოცრად ასრულებს როლს და აღნიშვნა არ სჭირდება უსაოცრეს ეკატერინე ტოგონიძეს, რომელსაც თავისი ძალიან მაგარი წიგნის “შინ შენ” შემდეგ, სწორედ ეს როლი უნდა შეესრულებინა. ამ ფილმის ბრალია, რომ ბრაზი გამინელდა და ამ ფილმის ბრალი იყო, ჟურნალისტს რომ კარი ვერ გავუღე, წასასვლელად ვემზადებოდი და ახალი გამოვარდნილი ვიყავი შხაპიდან. ხოდა ახლა უფრო დინჯად შევეცდები აღვიქვა რა ხდება: დაახლოებით ერთი თვის წინ გამაფრთხილა მეგობარმა, რომ ოპოციციურ ტელევიზიებში სუსმა მიიტანა მესიჯი, ალასანია ბრუნდებაო, ოღონდ მიიტანა ეს ასეთი შეკვეთით – “ბიძინა აბრუნებს” და ალბათ ამაზე უნდა აგებულიყო შინაარსები. ამიტომ მოკაკუნდა “ოფისის აღმომჩენი”ჟურნალისტი ტვ პირველიდან. ჯერ ერთი, სულ რომ მოქმედი შპს იყოს, თითქოს ეგ იქნებოდა რამე “იდუმალი პრობლემა” . ხოდა მაქვს რიტორიკული კითხვა – ვის ემსახურება ტვ პირველი დღეს? რატომ იწყებს ბრძოლას სცენაზე არმყოფთა წინააღმდეგ, როცა ვითომ ამხელა მიმდინარე პრობლემების წინაშეა ადგილზე მყოფი, მოქმედი, სრულიად ოპოზიცია? საერთო ნაცნობისგან გავიგე ვატო წერეთლის ნომერი, დავურეკე და ვუთხარი, შევხვდეთ ამ საღამოს, მინდა გკითხო, რა ხდება ჩემომეზობელო, რა ოფისებში მიგზავნი ხალხსთქო. დღეს ვერო, ხვალო. ხვალ გვიანამდე ლექცია მაქვსმეთქი, გვიან იყოსო და უცებ ჩაერთო ტელეფონში “გთხოვთ მოიცადოთ” – მეორე ზარი შეუვიდა. ამის მერე გაითიშა (ან გათიშა) და მივწერე მესიჯით მოკლე შინაარსი. ჯერ არ დაუდასტურებია. ასე რომ არ ვიცი, მხვდება თუ არა. იმედია ხვალამდე მომწერს. და თუ არ მომწერს, როგორც ვხვდები, მათ წრეში პრობლემა არ ყოფილა “ოფისში” მიკითხვა და რომ ვესტუმრო მიხაკებით ხელში, ჩემი აზრით გაუხარდება. და კიდევ ერთხელ – თუ ირაკლი რამეს გადაწყვეტს, აუცილებლად ჩემგან გაიგებთ, თანაც კივილით, მიშველეთთქო. და თუ გადაწყვეტს, მაშინაც, კარგად დაიმახსოვრეთ, სოლოლაკში ვცხოვრობ მე. მე არც საჯარო პირი ვარ, არც საჯარო მოხელე (ბევრლაიქიანი სტატუსების მწერალი ბევრია ამ სივრცეში, მაგრამ საჯარო პირები კი არ არიან თანამდებობრივად ან რაიმე ნიშნით) და ყოველი დაუპატიჟებელი და ინტრიგნული სტუმრობა არის ჩემი ტერიტორიის გადმოლახვა. გმადლობთ ყუარდღებისთვის. ერთ კომენატრსაც დავწერ და დავამთავრე ამ თემაზე.
პ.ს. პორტალებს გთხოვთ, წაშალოთ ჩემი საცხოვრებელი სახლის მისამართი, რომელიც გამომიფინა ნოდარ მელაძემ.“
კომენტარები