“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ზურა ჯაფარიძის მიერ „გირჩის“ სხვა ლიდერებთან გამიჯვნის გადაწყვეტილებას ასე გამოეხმაურა:
„თქვენც არ იცით ჯერჯერობით ეს უკავშირდება თუ არა პარლამენტში შესვლა -არ შესვლის საკითხს. არის შიდა დუღილი, ამას ვხედავთ, ამას ვგრძნობთ ყოველდღიურ რეჟიმში. ისინი ცდილობენ, რომ ამ შიდა დაპირისპირებების, განხეთქილებების შესახებ ამბები გარეთ არ გამოვიდეს, თუმცა ფაქტია, რომ ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, შიდა დუღილი არის. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ისინი პატივს სცემენ საკუთარ ამომრჩეველს და გადაწყვეტილებას საბოლოოდ ყველა ერთად მიიღებს სახელმწიფოსა და საზოგადოების სასარგებლოდ“
ცნობისთვის, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სამ თანაპარტიელს ემიჯნება. როგორც ის აცხადებს, პარტიულ საქმიანობას სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან აღარ გააგრძელებს და ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო
კომენტარები